სერგო ჩიხლაძე - ეპიდვითარება მძიმეა, არანაირი იმედი, რომ სისტემა უკეთესად აეწყობა, ახლო პერსპექტივაში არ ჩანს

ვაქცინაციის პროცესი ბოლო დღეებია საკმაოდ მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ეს, რომ რამდენიმე თვის წინ დაწყებულიყო, რაც აცრილები გვყავს, ახლა ერთი მილიონი ადამიანით მეტი იქნებოდა აცრილი და ასეთი ციფრები არ გვექნებოდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ეპიდვითარების და ვაქცინაციის პროცესის სწორად წარმართვისთვის ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინ უნდა ეზრუნა.

„ხელისუფლებამ უნდა გააკეთო ის, რასაც წელიწადნახევარია ვსაუბრობთ. სამწუხაროდ, ეს ახლა ერთ და ორ კვირაში ვეღარ მოხერხდება. ამაზე 15-17 თვი წინ უნდა დაგვეწყო ზრუნვა. ეს არის ჰოსპიტალური სექტორის სრული მობილიზება, ჯანდაცვის სექტორის პერსონალის მობილიზაცია და გადამზადება, 112, ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, გადამისამართების სქემები, თავისუფალი ადგილის მობილიზება და ა.შ. აი, ეს ყველაფერი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო უნდა აკეთებდეს ყოველდღიურად“ , - განაცხადა ჩიხლაძემ და აღნიშნა, რომ უტრანსპორტობა ვაქცინაციის პროცესზე აისახება.

„ჩვენი თანამოქალაქეების მაღალი შეგნებიდან გამომდინარე, ისინი კვლავ ახერხებენ მისვლას და აცრას. ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე მე-4 ტალღის პირობებში არც ერთი ქვეყანა აღარ საუბრობს. ყველამ ისწავლა ამის მართვა და საერთოდ არ დგას საკითხი ტრანსპორტის შეზღუდვის“ , - განაცხადა ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძემ ასევე ისაუბრა ეპიდვითარებაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება მძიმეა.

„ეპიდვითარება მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მცირე რაოდენობის ტესტები ჩატარდა გუშინ, დადებითობის მაჩვენებელი მაღალია. სამწუხაროდ, არანაირი იმედი ან სისტემა უკეთესად აეწყობა, ახლო პერსპექტივაში არ ჩანს.

რაც შეეხება საველე ჰოსპიტლებს,ზუსტი და კონკრეტული ალგორითმი კვლავ არ შემოუთავაზებია ჯანდაცვის სამინისტროს. ვის ვათავსებთ, რამდენ ხანს ვათავსებთ, როგორ ხდება გადამისამართება, როგორ არის ეს ალგორითმის თემა აწყობილი კვლავ არ ვიცით. რა თქმა უნდა, მეტნაკლებად მძიმე პაციენტის მიღება იქ ვერ მოხდება, რადგან ამას სჭირდება სპეციალური აღჭურვილობა და აპარატურა. შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს არის პაციენტთა გამანაწილებელი, რომ შემდეგ გადაიყვანონ მათი მდგომარეობის მიხედვით, მაგრამ აქაც ზუსტი სტანდარტი და ალგორითმი უცნობია“ ,- განაცხადა ჩიხლაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს