ირაკლი ღარიბაშვილი - “ტრიოს” ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებული სახელმწიფოები ვიყოთ და მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას

შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები, როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტოტიაზე. ცხინვალში და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება, მიმდინარეობს, რაც საერთო შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ კოლეგასთან, ორი ქვეყნის მისწრაფება, ევროკავშირში წევრობის საკითხი განიხილა.

“შემაშფოთებელია რუსეთის ქმედებები, როგორც უკრაინაში, ყირიმში სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტოტიაზე - ცხინვალში და აფხაზეთში მიმდინარეობს ბორდერიზაცია გრძელდება და რა თქმა უნდა, ეს საერთო შეშფოთებას იწვევს. ბატონ პრემიერთან ჩვენ ასევე დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების მისწრაფება, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ. ამ ფორმატში მინდა ავღნიშნო “ტრიოს” ფორმატის დაფუძნება, ამის თაობაზე მემორანდუმი მაისში გაფორმდა და უკვე პრეზიდენტების დონეზე პირველი პრეცენდენტი შეიქმნა ბათუმში “ტრიოს ფორმატის” მონაწილეობის.

მოლდოვას, უკრაინას, საქართველოს შეგვიძლია, რომ მართლაც ბევრი წარმატება ვაჩვენოთ ჩვენს თანამეგობრობას და სწორედ ამ “ტრიოს” ფორმატში ჩვენს პარტნიორებს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებული სახელმწიფოები ვიყოთ და მართლაც, ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას.

ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს, ჩემთან ერთად თავდაცვის მინისტრი იმყოფება.

ქართველი სამხედროები მონაწილეობას იღებენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უკრაინელებთან ერთად, ასევე უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში არაერთ წვრთნებში, რაც ძალიან სასიხარულოა”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო