ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინა  არის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები

უკრაინა არის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრთან დენის შმიგალთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, საქართველოსა და უკრაინას, როგორც მისწრაფებები აქვთ საერთო, ასვე ანალოგიური-იდენტური პრობლემები და გამოწვევები აქვს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ოფიციალურად ვიმყოფებოდი ჩემს და ჩვენი ხალხისთვის გამორჩეულ, მეგობრულ სახელმწიფო უკრაინაში. მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ძალიან თბილი მასპინძლობისთვის.

პრემიერმა შმიგალმა გუშინ თავის მშობლიურ ქალაქში ლვოვში გვიმასპინძლა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი პატივი იყო და მადლიერი ვარ ასეთი მასპინძლობისთვის.

უკრაინა და უკრაინელი ხალხი ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი, ის არამხოლოდ მეგობარი სახელმწიფო არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიც არის და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები.

ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთი საკითხი განვიხილეთ, რომელიც ჩვენს ორ მეგობარ სახელმწიფოს აკავშირებს, ფაქრთო სპექტრის საკითხებს, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების, ვაჭრობას და ეკონომიკას და ზოგადად ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ ერთის მხრივ გვაქვს საერთო მისწრაფებები, როგორც უკრაინა, ასევე საქართველო მივისწრაფვით, რომ გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნა და მეორეს მხრივ გვაქვს ანალოგიურ - იდენტური პრობლემები და გამოწვევები. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პატივისცემა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ - მინისტრსა და პრეზიდენტს მათ მიერ ყოველთვის გაცხადებული საჯარო, მტკიცე მხარდაჭერისათვის.

ხვალ პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივაზე მივიღებ მონაწილეობას, რომელიც ყირიმის პლატფორმის შექმნას უკავშირდება, ჩვენ კიდევ ერთხელ შევაფასებთ ყირიმის დროებით ოკუპაციას”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უკრაინელ კოლეგასთან განიხილა, „მძიმე მდგომარეობა, რომელიც ამჟამად არის დროებით სეპარატისტულ რეგიონებში”.

„ასევე მიმოვიხილეთ საკითხები, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას უკავშირდება, აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, მოგეხსენებათ უკვე 13 წელი გავიდა ომიდან და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა