ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 32%-ით არის გაზრდილი -  განვიხილეთ ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ

წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგა, დენის შმიგალთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 32%-ით არის გაზრდილი.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კოვიდ 19-ის სერთიფიკატების გაცვლა კიდევ უფრო გაამარტივებს ქვეყნებს შორის ვიზიტებს.

„მიმოვიხილეთ ჩვენს მთავრობებს შორს არსებული ურთიერთობების საკითხები. უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენ ბრწყინვალე თანამშრომლობა გვაქვს. ჩემთან ერთად იმყოფება თავდაცვის მინისტრი. ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს ამ სფეროშიც, ქართველი სამხედროები მონაწილეობენ ერთობლივ წვრთნებში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, უკრაინელებთან ერთად, ასევე უკრაინელი სამხედროები მონაწილეობენ საქართველოში არაერთ წვრთნაში, რაც ძალიან სასიხარულოა.

რაც შეეხება ეკონომიკასა და ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 32%-ით არის გაზრდილი. ასევე, მინდა აღვნიშნო ტურიზმის თაობაზე, წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც ერთობლივად უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის სერთიფიკატების გაცვლა წარმატებით დასრულდა. ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს როგორც ჩვენი მოქალაქეების ვიზიტებს უკრაინაში, ასევე უკრაინელების ვიზიტს საქართველოში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას კოლეგას მასპინძლობისთვის, ძალიან მიხარია, რომ კიევში ვიმყოფები. ეს ჩემი პირველი ვიზიტია თქვენს ქვეყანაში . მჯერა, რომ კიდევ გვექნება წარმატებული ვიზიტები როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა