ირაკლი ღარიბაშვილი - უკრაინასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მოახლოვებული ერთობლივი სამთავრობათაშორისი კომისია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას

უკრაინასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მოახლოვებული ერთობლივი სამთავრობათაშორისი კომისია კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას ლოგისტიკის, ტრანზიტისა და ვაჭრობის სფეროებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "Twitter"-ში წერს.

„ჩემს კოლეგას, დენის შმიგალს შევხვდი და მრავალი საკითხი განვიხილე. მათ შორის იყო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ასევე ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის მოახლოვებულ ერთობლივ სამთავრობათაშორის კომისიაზე, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას ლოგისტიკის, ტრანზიტისა და ვაჭრობის სფეროებში", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვთან. შევთანხმდით, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას როგორც ასოცირების ტრიოს წევრებს შორის, ასევე ტრიოსა და ევროპარლამენტს შორის", - წერს ღარიბაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო