ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის განზრახ განადგურებაში ბრალდებული ერთხმად დამნაშავედ ცნო

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის განზრახ განადგურებაში ბრალდებული, ვ.ზ. ერთხმად ცნო დამნაშავედ.

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 21 დეკემბერს, გარდაბნის რაიონის სოფელ ფოლადაანთკარში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვ.ზ.-ს და ი.ჯ.-ს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გასაშველებლად კონფლიქტში ი.ჯ.-ს დისშვილი - ც.ა. ჩაერთო. ვ.ზ.-მ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, რაც კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ი.ჯ.-მ დისშვილს მოუწოდა იქაურობა დაეტოვებინა, რის შემდეგაც ც.ა. მოპედით მისი საცხოვრებელი სახლისკენ წავიდა. გზაზე მიმავალ ც.ა.-ს ავტომანქანით ვ.ზ. დაედევნა და შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით ავტმანქანა დააჯახა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ც.ა. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მოპედი, რომლითაც იგი გადაადგილდებოდა განადგურდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ვ.ზ. 2020 წლის 22 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უწყების ცნობით, ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ვ.ზ. სრულად ცნო დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო