ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თბილისსა და აჭარაში ინფიცირების მაჩვენებელი გარკვეულწილად დასტაბილურდა, ხოლო სხვა რეგიონებში, „აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი“

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისსა და აჭარაში ინფიცირების მაჩვენებელი გარკვეულწილად დასტაბილურდა, ხოლო სხვა რეგიონებში, მათ შორის კახეთში, „აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი“.

ამის შესახებ ტიკარაძემ კახეთში განაცხადა, სადაც კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდა.

მინისტრის ინფორმაციით, დღესვე კახეთში დაგეგმილია პედაგოგებთან, ასევე ჰოსპიტალური და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა.

„დავათვალიერეთ მობილური ამბულატორია, რომლითაც ძირითადად სოფლის მოსახლეობის ვაქცინაცია ხდება, რათა მაღალი ხელმისაწვდომობა იყოს. მობილურ ამბულატორიებში ყველა ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი და ის, რომ ადამიანს არჩევნის საშუალება აქვს, მნიშვნელოვანია.

შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა, ვინაიდან დღეს ვხედავთ თბილისსა და აჭარაში ინფექციის მატების გარკვეულ სტაბილიზაციას, თუმცა არსებული მონაცემებით, სხვა რეგიონებში ჯერ ველოდებით აღმავალ ტალღას და მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყოს მაქსიმალურად გაძლიერებული იმ რეგიონებში, სადაც აღმავალი ტალღაა მოსალოდნელი. ასეთი რეგიონია კახეთი. დაგეგმილი გვაქვს ჰოსპიტალურ სექტორთან შეხვედრა, რათა მათი მხრიდან იყოს ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურული რესურსი მობილიზებული, რათა მოხდეს ჰოსპიტალში პაციენტების დროული გადაყვანა. ასევე ოჯახის ექიმებთან შეხვედრაა დაგეგმილი, რათა საინფორმაციო კამპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს.

ასევე მნიშვნელოვანია სწავლის დაწყებისთვის პედაგოგების მაქსიმალურად ვაქცინაცია და დღეს, ასევე დაგეგმილია პედაგოგებთან შეხვედრა იმისთვის, რომ მათი მოტივაცია იყოს გაზრდილი და პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც პედაგოგებში არსებობს ვაქცინის საჭიროებასა და უსაფრთოებასთან დაკავშირებით, ასევე იმაზე, რა დაცვის მექანიზმებს უზრუნველყოფს ვაქცინაცია.

შემდეგი და ბოლო შეხვედრა გაიმართება ბიზნეს-სექტორთან, ვინაიდან კახეთში მაღალი აქტივობაა როგორც სასტუმრო და სარესტორნო სექტორში, ასევე ეტაპობრივად იწყება სხვადასხვა სეზონური სამუშაოები, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სამუშაო ძალების მიგრაცია ხდება და მნიშვნელოვანია, ყველა სექტორში იყოს ხელშეწყობილი ვაქცინაციის პროცესი. ყველა ეს საკითხი განიხილება და ყველა ეს პროცესი დაიგეგმება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო