ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებენ

ხვალ საბჭოზე სხვა დამატებით ღონისძიებებზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ვნახავთ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგებს, მინისტრი აღნიშნავს, რომ ამის შედეგია „დასტაბილურებული მდგომარეობა პირველ რიგში აჭარაში და თბილისში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ შედეგების შეფასებისთვის საჭიროა 2 კვირა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა გასული, საჭიროა დაველოდოთ. ასევე, ჩვენ ხვალ საბჭოზე ვიმსჯელებთ სხვა დამატებით ღონისძიებებზე, გამომდინარე იქიდან, თუ რა ეპიდვითარება გვაქვს დღეს“, - აღნიშნავს ტიკარაძე.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ბოლო 1 კვირაში დაწესებული შეზღუდვების მკაცრი კონტროლი მნიშვნელოვანია, ვინაიდან „ სწორედ ეს განაპირობებს იმ დადებით შედეგს, რომლის მოლოდინიც ჯანდაცვის სექტორს და მოქალაქეებს გააჩნიათ“.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს