გივი მიქანაძე - ჩვენი ოპონენტების სურვილია გააჟღერონ, თითქოს გუნდში დაპირისპირებაა - ირაკლი კობახიძესთან ყოველდღიურ რეჟიმში ვართ კოორდინაციაში და გუნდი არასდროს ყოფილა ასე ერთიანი, როგორც ახლაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გივი მიქანაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთლიანად საარჩევნო შტაბის უფროსია და საარჩევნო კამპანიას პარტიიდან ხელმძღვანელობს. ასე უპასუხა გივი მიქანაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, პარტიის სხვადასხვა აქტივობებთან ირაკლი კობახიძის დისტანცირებას შეეხება.

„ძალიან დიდი სურვილი აქვთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ეს გააჟღერონ, თითქოს გუნდში რაღაც დაპირისპირებაა. ეს არის ძალიან მარტივი თემა - ირაკლი კობახიძე არის მთლიანად შტაბის უფროსი და შესაბამისად, სწორედ პარტიიდან ხელმძღვანელობს საარჩევნო კამპანიას. გუნდში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ წარდგენები განახორციელოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ხედავთ, რომ ყველა წარდგენაზე სწორედ ისინი არიან, წარადგენენ მერობის კანდიდატებს და ასევე საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს. თითოეულ მუნიციპალიტეტსა და ქალაქშიც ჩადიან, მაგრამ ეს აქტივობები, რა თქმა უნდა, წინასწარ შეთანხმებული და გავლილია პარტიის ხელმძღვანელობასთან, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძესთან. ყოველდღიურ რეჟიმში, თითოეული ჩვენგანი, გუნდის წევრი ვართ შტაბის ერთიან ხელმძღვნაელთან ირაკლი კობახიძესთან კოორდინაციაში. გუნდი არ ყოფილა ასე ერთიანი არასდროს, როგორც ახლაა, მინდა დაგარწმუნოთ,“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო