„ევროპულმა საქართველომ“ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები წარადგინა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები წარადგინა.

კერძოდ, როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნავს, მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატები ხონში ზურაბ ჯიბუხაია, თერჯოლაში კი ზურაბ ბუცხრიკიძე იქნებიან.

ამასთან, „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატები იქნებიან: ამროლაურში - მაია კაციტაძე, ახალქალაქში - არსენ კარაპეტიანი, მარნეულში - აჰმედ იმამკულიევი, ახალციხეში-ზურაბ სადათიერაშვილი, გორში - ეთერ ჯალაღანია, ხობში - მარიამ შონია, სამტრედიაში-ჟუკიანა ფოფხაძე, თეთრიწყაროში - ნინო დავითაშვილი, კასპიში-აკაკი (კახა) გეჯაძე.

ვიცე მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი რუსთავში ინგა სიხარულიძეა.

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებს, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ბათუმში ვახტანგ კალოიანი, ფოთში ვახტანგ დარცმელიძე, საჩხერეში კი კობა მოდებაძეა.

„ევროპული საქართველოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დუშეთში - მერი ფოლადაშვილი, ხობში მამუკა ჭოხონელიძე, სამტრედიაში კი ავთანდილ სტურუა იქნებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო