აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სახლის ბენეფიციარების 95% ვაქცინირებულია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, წმინდა მოწამე ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეს ბენეფიციარების 95% ვაქცინირებულია.

მათი განცხადებით, დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა იმ ბენეფიციარებს ჩაუტარდათ, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ.

სათნოების სავანეში ვაქცინაცის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე დაესწრნენ.

„თავშესაფრის ბენეფიციართა ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უმრავლესობა ასაკოვანია, ნაწილს კი აქვს ქრონიკული დაავადებები. მათი სრულყოფილად ვაქცინაციისათვის დღეს ამცრელი ბრიგადა ადგილზე მოვიდა. მოხარული ვარ, რომ აქ მცხოვრებთა 95% უკვე აცრილია", - განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

დღემდე სამედიცინო დაწესებულებში ვაქცინაცია სავანეს 60-მა ბინადარმა ჩაიტარა, ისინი უკვე ორი დოზით ვაქცინირებულები არიან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის