გივი მიქანაძე - 40 წამყვანი ქვეყნის ლიდერებთან ერთად ასეთ მნიშვნელოვან ფორუმში მონაწილეობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, სად დგას საქართველო

„ის ფაქტორი, რომ ჩვენ ასეთ მნიშვნელოვან ფორუმში ვიღებთ მონაწილეობას, ორმოცი წამყვანი ქვეყნის ლიდერებთან ერთად, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, სად დგას საქართველო” - ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრის მონაწილეობას ყირიმის პლატფორმის სამიტში.

მისი თქმით, საქართველო არასოდეს შეურიგდება როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, ისე მოძმე უკრაინელი ერის ტერიტორიების ანექსიას.

„საქართველო დგას დასავლურ ღირებულებებთან. საქართველო არასოდეს შეურიგდება როგორც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, ისე ჩვენი მოძმე უკრაინელი ერის ტერიტორიების ანექსიას. ამ კონტექსტით ცალსახად გამოხატულია არა მარტო მმართველი გუნდის მტკიცე და მყარი პოზიცია, არამედ მთლიანად ქართველი ხალხის. ჩვენ ვიზიარებთ იმ ღირებულებებს, რასაც ამ პლატფორმაში მონაწილე ადამიანები ასახავენ. რა თქმა უნდა, საქართველოს საკითხი არის, რჩება და ყოველთვის იქნება აქტუალური. ამაზე მეტყველებს არა მარტო მსგავს ფორუმებში ამ საკითხის გაჟღერება. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო მიმდინარე წლის იანვარში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, გაეროს შესაბამისი რეზოლუციები და სხვადასხვა საერთაშორისო მხარდამჭერი აქტები, რომლებიც ცალსახად ასახავს, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება, განახორციელა აგრესია, ეთნიკური წმენდა და ამისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. ამიტომ, მსგავს ფორმატებში ჩვენი მონაწილეობა აფიქსირებს ჩვენს მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მოძმე ქვეყნის უკრაინის მიმართ. ეს არის ფორუმი, რომელიც ასევე დამატებით იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ საქართველოს საკითხები კიდევ ერთხელ გაჟღერდეს და კიდევ მეტი მხარდაჭერა ჰქონდეს საერთაშორისო ასპარეზზე“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა