კულტურის სამინისტრო მსახიობ გოჩა ლომიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ გოჩა ლომიას გარდაცვალების გამო და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

მსახიობი გოჩა ლომია, რომელიც რეჟისორ რეზო ჩხეიძის ფილმში „ღიმილის ბიჭები“ „ბოლოკას“ როლს ასრულებდა, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„გოჩა ლომიამ მაყურებელს თავი ქართულ მხატვრულ ფილმში „ღიმილის ბიჭები” შესრულებული ერთ-ერთი მთავარი როლით დაამახსოვრა და ხალხმა მას სიყვარულით „ბოლოკა“ შეარქვა. იგი ასევე მონაწილეობდა რეზო ჩხეიძის ფილმში „ნერგები“ და თემურ ფალავანდიშვილის ფილმში „მოხეტიალე რაინდები“.

როგორც თავად იხსენებდა, 15 წლის იყო, როდესაც „ღიმილის ბიჭებს“ შორის, შემთხვევით აღმოჩნდა.

„მიმიყვანეს პიონერთა სახლში. თუ განათლების დარგში ვინმე რამეს წამოადგენდა რაიონის მასშტაბით, ყველა იქ დამხვდა თავმოყრილი. კინოში გადაღება გინდაო? - მკითხეს. ეგ ვის არ უნდა-მეთქი, ვუპასუხე. აბა, ლექსი წაგვიკითხეო. ლექსს ვერა და თუ გინდათ, ანეკდოტს მოგიყვებით-მეთქი, გამოვუცხადე და მოვხსენი გუდას პირი. ჯერ იცინეს, მერე სიცილისგან იტირეს. ამ დღიდან 2 კვირის თავზე, თბილისში ჩამოვედი, სინჯებზე. კახა ქორიძესთან ერთად ჩამაწერინეს რამდენიმე სცენა და მალევე მახარეს, როლზე დაგამტკიცესო. დაჯერება მიჭირდა, სიხარულისგან დავფრინავდი“.

გოჩა ლომიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და ქართული კინოსთვის“,-აღნიშნულია კულტურის სამინისტროს სამძიმრის წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა