იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილის ინტერესები მოგება რომ იყოს, ამდენ ხანს ჩამოვიდოდა და მინიმუმ ერთხელ მაინც ცდიდა მართლა მოგებას, მაგრამ მისი ინტერესია ბიძინა ივანიშვილის მოგება

მიხეილ სააკაშვილის ინტერესები მოგება რომ იყოს, ამდენ ხანს ჩამოვიდოდა და მინიმუმ ერთხელ მაინც ცდიდა მართლა მოგებას, მაგრამ მისი ინტერესია ბიძინა ივანიშვილის მოგება და როგორც კი ამას საფრთხე დაემუქრება, სააკაშვილი იძახის - „მოვდივარ" და მთელი დანარჩენი ხალხი ორგანიზდება მის წინააღმდეგ,- ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" ერთ თამაშს თამაშობს და შიდა პარტიული კვლების შედეგებიც სწორედ ამ თამაშს ემსახურება, რათა ხალხმა დაინახოს, რომ მხოლოდ ორი პარტია არსებობს. რაც შეეხება „გირჩის" რეიტინგს, ხვიჩიას თქმით, შესაძლოა, ქუთაისში 0,4 პროცენტიც არ ჰქონდეთ, თუმცა კვლევაში ის ციფრები ჩაწერეს, რაც თავად გაუხარდებოდათ.

„ოპოზიციას მოსაგებად სათანადო ტაქტიკა არ აქვს შერჩეული, ჩემი აზრით იმიტომ, რომ მათ საერთოდ არ უნდათ მოგება და კმაყოფილები არიან იმით, რომ მეორე ადგილზე გავიდნენ, მთავარია სხვა მესამე არ წამოეწიოთ. მათთვის გამარჯვება არის მეორე ადგილი უკვე წლებია, იგივე შანსი ახლაც აქვთ. ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მეინსტრიმ ოპოზიციაზე, რომელიც სინამდვილეში „ქოცებს“ ეხმარება იმაში, შუა გაიკრიფოს, თვითონ პირველივე ტურში წააგონ ყველა რაიონი, „ქოცები“ გახდნენ გამარჯვებულები და მერე მთელი სამი წელი ეს „იბლატაონ“, რომ ოპოზიციას მოუგეს. ჩვენ ვცდილობთ ამას ხელი შევუშალით, მაგრამ ეს მარტივი ამბავი არ არის. ეს ყველაფერი არის მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის თამაში, რომ ადამიანთა ყურადღება გადაიტანონ ამ ორი პარტიის თამაშზე და ამ თამაშში დანარჩენები არასდროს შემოვიდნენ.

ჩვენ უნდა ჩავთვალოთ, რომ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებსაც არანაირი მეგაბაიტები ტვინში არ აქვთ, ან უბრალოდ შეკრულები არიან „ქოცებთან", რომ იცოდეთ მეორე ადგილი მილიონებია.

„გირჩის" მიზანი ამ წუთას არის იმ ხმების შეგროვება, რომელიც წინა არჩევნებზე მივიღეთ, რომ ჩვენი რეპუტაციული ზიანი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის წასვლის შემდეგ მივიღეთ, ავინაზღაუროთ, ადამიანების თვალში მესმის, რომ სამი თუ ოთხი ადამიანი იყო და ერთმანეთში ვერ დალაგდნენ - ეს არის პრობლემა. ჩვენი ამოცანაა, აღვიდგინოთ შერყეული რეპუტაცია, ვაჩვენოთ რომ ვარსებობთ, მუშაობა გავაგრძელეთ და ჩვენი ყველა პროექტი მიმდინარეობს, ამაში ვითხოვთ მხარდაჭერას, რომ ჩვენ გვქონდეს ძალა პარლამენტში ჩვენს კოლეგებთან სალაპარაკოდ, დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებდით პარლამენტში ყოფნას.

„ქართულმა ოცნებამ" ამ კვლევის შედეგად თქვა, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა არსებობს - ისინი და „ნაციონალური მოძრაობა". ამის სათქმელად არის შექმნილი ეს რეიტინგები. ისინი ვითომ ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ სინამდვილეში, მათი მოქმედებები და რეიტინგი მიმართულია იმისკენ, რომ სხვა არავინ არ არის, მხოლოდ ორნი არიან. „ნაციონალურ მოძრაობას" იმედი აქვს, რომ მომავალში, როცა ასაკში შევალთ, ხალხს „ქოცები" მობეზრდება და ისევ მოვლენ, „ქართული ოცნება" ამბობს, რომ სანამ ცოცხალი არიან, „ნაციონალებს" არ მოუშვებენ - ასეთ ჯადოსნურ წრეში ვართ მოქცეული,"- განაცხადა ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა