გია ვოლსკი - გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსით და პათოსით „ნაცმოძრაობასთან“ გაიგივდა

გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსით და პათოსით გაიგივდა „ნაცმოძრაობასთან" - ეთიკას და ზნეობას მოკლებული განცხადება მოვისმინეთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენლის განცხადებას ზეწოლის თაობაზე.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებების მიზანი ყურადღების მიქცევაა.

„ეთიკასა და ზნეობას მოკლებული განცხადება მოვისმინეთ იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დასდევენ და ფულს აძლევენ, რომ განცხადება გააკეთონ პარტიიდან გასვლის თაობაზე, ისინი კი ფულს არ იღებენ და სამაგიეროდ გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ, რომ მათ ასე დასდევენ, ავიწროვებენ და ზეწოლას ახორციელებენ. ყოველგვარი კონკრეტიკის, ინტელექტის გარეშე ხდება განცხადებების კეთება არა გეგმებზე, სამუშაო გარემოზე, არამედ სკანდალურობაშია შეჯიბრი. რაც მთავარია, გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსით და პათოსით გაიგივდა „ნაცმოძრაობასთან". ამ ყველაფრის მიზანი არის ერთი, რომ ყურადღება მიიქციონ, რათა ეს პოლიტიკური ჯგუფი სკანდალური თემების მიღმა არ დარჩეს. თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნით, კონკრეტულ ორგანოებს მიმართონ, გამოვიდეს კონკრეტული პიროვნება და დაასახელონ, კონკრეტულად როდის და რა სახის ზეწოლა იყო განხორციელებული, მათ შორის, დიდი თანხის სანაცვლოდ, ეს არის სრული აბსურდი და სამწუხაროდ, უზნეობაც,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარტია "საქართველოსთვის" რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მიქელაძის განცხადებით, ხელისუფლება მათი პარტიის კანდიდატებზე ზეწოლას ახორციელებს და რიგ შემთხვევებში ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც, რათა წარდგენის შემდეგ მათ გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა