თამარ გაბუნია - ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ 25 000 აცრაზე, რაც არ არის საკმარისი, ჩვენი მიზანია 35-40 ათასი აცრა დღის განმავლობაში, რომ იმუნური ფენა შეიქმნას უფრო სწრაფად

ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 000 აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია აღნიშნავს, დღეში კორონავირუსის საწინააღმდეგო 35-40 ათასი აცრა უნდა შესრულდეს, რათა საზოგადოებაში იმუნური ფენა სწრაფად შეიქმნას.

„ჩვენ ახლა ვართ დღიურად, საშუალოდ, 25 000 აცრაზე, რაც არ არის საკმარისი ტემპი მიმდინარე ეპიდემიის გარდატეხისთვის. ჩვენი მიზანია 35-40 ათასი აცრა შესრულდეს დღის განმავლობაში, იმისთვის, რომ ვაქცინაციის ფონზე იმუნური ფენა შეიქმნას უფრო სწრაფად. ამისთვის რეზერვი გვაქვს, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლებში“,- აღნიშნავს გაბუნია.

ამასთან, მისივე თქმით, ოჯახის ექიმების აქტიურობა ძალიან მაღალია და მის კიდევ უფრო დეცენტრალიზაციაზე ფიქრობენ, რათა ყველა ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან მიმაგრებული კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვაში.

„დღეს უკვე ძალიან ბევრია აქტიური შემთხვევა, ნაწილი იმართება ბინაზე, ოჯახის ექიმების აქტიურობა ძალიან მაღალია და კიდევ უფრო დეცენტრალიზაციას ვფიქრობთ, რომ ყველა ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან მიმაგრებული პაციენტების ბინაზე მართვაში, რათა ეს მთავარი გზაა იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ჰოსპიტალიზაცია და პაციენტის მდგომარეობის დამძიმება ბინაზე,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა