პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ამბროლაურში ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ამბროლაურში ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1999 წელს დაბადებული კ.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

„აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მომხდარიდან მალევე, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1989 წელს დაბადებული გ.მ. და 1977 წელს დაბადებული ვ.ტ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,-აღნიშნავენ უწყებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა