ლევან იოსელიანი - ყველა პარტია ცდილობს, სათავისო კვლევები ჩაატაროს - კვლევებს არ დავდევთ, არჩევნებზე განსხვავებული სურათია ხოლმე

ყველა პარტია ცდილობს სათავისო კვლევები ჩაატაროს - კვლევებს არ დავდევთ, როგორც წესი, არჩევნებზე განსხვავებული სურათი არის ხოლმე, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ შიდა პარტიული კვლევის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, სხვა კვლევებით მათ განსხვავებული პარტიული რეიტინგი აქვთ.

"ნაციონალური მოძრაობის" კვლევები რომ ნახოთ, იქ სულ სხვა სურათი არის ხოლმე. ჩვენთვის ეს კვლევები არ არის რაიმეს მანიშნებელი და მომცემი, ყველა პარტია ცდილობს, რომ თავის მხარდაჭერა აჩვენოს თავის შეკვეთილ კვლევაში. ჩვენი პარტიის საერთო ეროვნული პროცენტი IRI- ის კვლევით არის ბევრად უფრო მაღალი, მათივე კვლევით თბილისში იყო აბსოლუტურად სხვა პროცენტი, ამიტომ სიმართლე გითხრათ, ამ კვლევებს არ დავდევთ, როგორც წესი, არჩევნებზე განსხვავებული სურათი არის ხოლმე, არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმარისი დროა, რომ ეს მაჩვენებლები შეიცვალოს", - განაცხადა იოსელიანმა.

რაც შეეხება არჩევნებს, როგორც იოსელიანმა განაცხადა, "მოქალაქეები" თბილისში საკუთარი კანდიდატების წარდგენას სექტემბრის პირველ კვირაში გეგმავენ.

"თბილისში კანდიდატებს, ალბათ, სექტემბრის პირველ კვირაში წარვადგენთ, რადგან ახლა თბილისი რეალურად დაცლილია, ჩვენი კამპანია მთლიანად არის აგებული თბილისზე, ამიტომ გვინდა, რომ თბილისში იყოს ხალხი, ვინაიდან, შეზღუდული გვაქვს რესურსები კამპანიის წარმოების, გვეყოლება კანდიდატები თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მაგრამ არა ყველგან, თბილისში გვეყოლება ყველგან", - განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა