ბორჯომში მასპინძლის მიერ სტუმრად მყოფი პირის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, ბორჯომში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ა.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პროკურატურის ცნობითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 21 აგვისტოს, ბორჯომში, პირადი უთანხმოების საფუძველზე წარმოშობილი შელაპარაკების დროს ა.ნ.-მ დაზიანებები მიაყენა რ.კ.-ს, შემდეგ კი მოკვლის განზრახვით დანით ჭრილობა მიაყენა მას. მიყენებული დაზიანების შედეგად რ.კ. ადგილზე გარდაიცვალა.

„ა.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ, ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა”, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო