ეუთო/ოდირი - ექვსივე მოსამართლე მამაკაცია, რაც ხაზგასმით მეტყველებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს გენდერული თანასწორობისა და სისტემის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად

დანიშნული ექვსივე მოსამართლე მამაკაცია, რაც ხაზგასმით მეტყველებს იმ საჭიროებაზე, რომ საქართველომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს ქვეყანაში გენდერული თანასწორობისა და მართლმსაჯულების სისტემის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დღევანდელი საბოლოო მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენის პროცესს ეხება.

"დანიშნული ექვსივე მოსამართლე მამაკაცია, იმის მიუხედავად, რომ კანდიდატების 38 პროცენტი და ორი ცხრა წარდგენილი კანდიდატიდან იყო ქალი. აღნიშნული ხაზგასმით მეტყველებს იმ საჭიროებაზე, რომ საქართველომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს ქვეყანაში გენდერული თანასწორობისა და მართლმსაჯულების სისტემის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად", - აღნიშნულია ანგარიშში.

ODIHR-მა მონიტორინგი განახორციელა საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევის საფუძველზე. გუნდმა მონიტორინგი გაუწია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყველა კანდიდატთან ჩატარებულ გასაუბრებებს, ისევე, როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარდგენილ კანდიდატთა მოსმენებს და ნომინირებული კანდიდატების საბოლოო კენჭისყრას პარლამენტში. ყველა მონიტორმა დაიცვა ODIHR-ის ფუნდამენტური პრინციპები მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის შესახებ და ამავდროულად უზრუნველყო მათი პროცესში ჩაურევლობა.

დღევანდელ ანგარიშამდე, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების პროცესთან დაკავშირებული შეფასებები გამოქვეყნებულია 2019 წლის სექტემბერში, 2020 წლის იანვარში, და 2021 წლის ივლისში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს