რევაზ სოხაძე დიდი ლილოს მცხოვრებლებს შეხვდა

თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად დიდი ლილოს მცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს განხორციელებულ საშუალო და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ადგილობრივების მოთხოვნით შესრულდა. მოწესრიგდა შიდა გზები და კანალიზაციის სისტემა, სახურავებს ჩაუტარდათ სრული რეაბილიტაცია.

“მოსახლეობისთვის მიმდინარე ეტაპზე, უმნიშვნელოვანეს გადასაჭრელ პრობლემად მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, სკვერების მოწყობა და გარე განათების სისტემის მონტაჟი წარმოადგენს.

ლილოს დასახლებაში ყველაზე მწვავე პრობლემას კვლავ ნაგავსაყრელის საკითხი წარმოადგენს, რომლის პრობლემის მოგვარება მერიის მხრიდან დაწყებულია და გადადგმულია ნაბიჯები, 30 მილიონი ევრო სესხი უკვე აღებულია ევროპის რეკონსტრუქციის ბანკისგან, დაკონტრაქტებულია კომპანია, ხელშეკრულება დადებულია და მალე ეს პრობლემა მთლიანად იქნება გადაწყვეტილი, არა მხოლოდ სუნის, არამედ ჩამდინარე წყლებიც იქნება გაწმენდილი”, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლილოს მოსახლეობასთან შეხვედრებს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტში სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი და სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო