მიხეილ სარჯველაძე - ფინანსური დახმარების დაკარგვაზე საუბარი გავს ცრუ განგაშს

ფინანსური დახმარების დაკარგვაზე საუბარი გავს ცრუ განგაშს - რამდენიმე თვის წინ გაკეთდა განმარტებები ფინანსთა სამინისტროს მხრიდან და არ მგონია აქ რაიმე განგაშის მიზეზი არსებობდეს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შარლ მიშელის განცხადებას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით.

კითხვაზე, არის თუ არა მიშელის განცხადება ერთგვარი შეხსენება შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების აუცილებლობის, სარჯველაძე პასუხობს, რომ არავითარ შეხსენებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

„აქ საუბარია იმაზე, თუ რა არის მთავარი გეზის განმსაზღვრელი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა, სწორედ ამ დოკუმენტების ხაზგასმა მოხდა. ეს არის დადასტურება იმისა, რომ საქართველო აგრძელებს მაქსიმალური სისწრაფით სვლას ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განმსაზღვრელი და მთავარი საგზაო რუკა არის სწორედ ეს დოკუმენტები, რომელიც არის მოხსენიებული. რაც შეეხება ფინანსური დახმარების დაკარგვა-არდაკარგვას, ასე ნუ დასვამთ საკითხს, ამაზე რამდენიმე თვის წინ გაკეთდა განმარტებები ფინანსთა სამინისტროს მხრიდან და არ მგონია აქ რაიმე განგაშის მიზეზი არსებობდეს, ამაზე საუბარი გავს ცრუ განგაშს, ამის საფრთხე და მიზეზი არ არსებობს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა