ქვემო ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლენილია წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში. მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი, საცხოვრებელი სახლის სარდაფში ჰქონდა განთავსებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა