საქართველოდან 26.1 მლნ დოლარის ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1 მაისიდან დღემდე განხორციელდა 28.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 26.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.7 ათასი ტონით (25%), ხოლო ღირებულება - 6.9 მლნ აშშ დოლარით (36%) გაიზარდა.

ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (18,942), სომხეთში (8,156 ტონა), უკრაინაში (768 ტონა), აზერბაიჯანში (269 ტონა), ყაზახეთში (134 ტონა), ბელარუსში (119 ტონა), მოლდოვაში (116 ტონა), პოლონეთსა (98 ტონა) და სლოვენიაში (59 ტონა).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა