ირაკლი ქადაგიშვილი - საუბარი, რომ არჩევნები გადაიდოს, არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა, რადგან ოპოზიციამ ოქტომბერში გარანტირებული დამარცხება დაინახა

სახალხო დამცველის განცხადება არის პოლიტიკით გაჟღენთილი განცხადება და სამწუხაროდ, ის ბევრჯერ ვნახეთ როგორც ერთი მოთამაშე ადამიანი ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის პოზიციას, რომ შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით არჩევნების გადადებაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

მისი თქმით, რეალურად ეპიდვითარებით პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულირება ხდება.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის კვლავ ხდება ეპიდვითარებით სპეკულაცია, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა, მაგრამ ამავდროულად ეს ეპიდვითარება მორევადია, თუ მოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და მასობრივი ვაქცინაციის პროცესი გაიზრდება. ამისთვის ყველა საშუალება და პირობა დღეს ქვეყანაში არსებობს. გამომდინარე აქედან ის განცხადებები, რაც დღეს კეთდება, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების მხრიდან, არის პოლიტიკური დაკვეთა. ყველა კვლევა, სანდო, ნაკლებად სანდო, შიდა კვლევები, რაც ყველაზე უფრო სანდოა, აჩვენებს ერთ ტენდენციას, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მისთვის სასურველ მიზნებს რომ მიაღწიოს. აქედან გამომდინარე, მათ იციან, რომ „არჩევნები გაყალბდა“ - ვერც ეს ნარატივი ვეღარ იმუშავებს და ვერც სხვა ფსევდორევოლუციური სცენარები, რომელიც ჯერ კიდევ მათ თავებში ტრიალებს. ამიტომ მათ დაიწყეს ეს კამპანია, რომ რამენაირად კოვიდზე აპელირებით და სპეკულაციით მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია და იქნებ რამენაირად არჩევნების გადადებას მიაღწიონ, რადგან ამ არჩევნებში გარანტირებულად დამარცხება მათ ყველანაირ რევოლუციურ სცენარს ასამარებს.

სახალხო დამცველის განცხადება არის პოლიტიკით გაჟღენთილი განცხადება და სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ბევრჯერ ვნახეთ როგორც ერთი მოთამაშე ადამიანი ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე. მან სახალხო დამცველის აბსოლუტური ნეიტრალიტეტი დიდი ხანია დაკარგა, გამომდინარე აქედან, დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა, რადგან მათ არჩევნებზე გარანტირებული დამარცხება დაინახეს, ისინი ხვდებიან, რომ 2024 წლამდე ვერანაირი არეულობის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების სცენარი ვეღარ გათამაშდება და ეპიდსიტუაციას იშველიებენ, რომ არჩევნები გადაიდოს,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, რაც ქვეყანაში არსებობს, უნდა მსჯელობდნენ იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია არჩევნების ჩატარება ასეთ ვითარებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა