ხატია დეკანოიძე - „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრები ელგუჯა გურგენიძე და ოთარ პატეიშვილი პარტიას ტოვებენ და არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყრიან კენჭს

„ქართული ოცნების“ მოქმედი წევრები ელგუჯა გურგენიძე და ოთარ პატეიშვილი პარტიას ტოვებენ და არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კენჭს იყრიან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებას“ ამ არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს.

„საზოგადოებას მინდა წარვუდგინო ორი ადამინი, რომლებიც რეალურად ამტკიცებენ იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი შანსი ამ არჩევნებში გამარჯვების და 43%-იანი ზღვრის გადალახვის არ აქვს. ეს ორი ადამიანი, ელგუჯა გურგენიძე და ოთარ პატეიშვილი არიან „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრები, რომლებიც აპირებენ, რომ დღეს განცხადება გააკეთონ, დატოვონ პარტია და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით კენჭი იყარონ.

ელგუჯა გურგენიძე არის ამბროლაურის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ამ მძიმე სიტუაციაში აუცილებელია, რომ იგი დადგეს იმ მხარეს, რომელიც აუცილებლად იქნება „ქართული ოცნების“ დამარცხების წინაპირობა არჩევნებში. შესაბამისად, ის კენჭს იყრის ოპოზიციის სახელით ამბროლაურის მერობის არჩევნებში.

ოთარ პატეიშვილი არის ადამიანი, რომელმაც გაიმარჯვა საკრებულოს არჩევნებში, მაგრამ ამ ადამიანმაც გადაწყვიტა წამოვიდეს „ქართული ოცნებიდან“ და კენჭი იყაროს ოპოზიციის სახელით.

ახლა არ არის დრო წარსულის გახსენების, ახლა დრო არის ბრძოლაში შესვლის და ეს ბრძოლა არის და იქნება საქართველოს შესაძლებლობების ფანჯრის კიდევ უფრო გაღებისკენ და არა დაკეტვისკენ“ , - განაცხადა დეკანოიძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს