თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში ამ დროისთვის 7410 პაციენტია, მათგან 1568 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რეანიმაციაში იმყოფება 376 ადამიანი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში ამ დროისთვის არის 7410 პაციენტი, მათგან 1568 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ხოლო რეანიმაციაში - 376.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროგრამამ გარდატეხა შეიტანოს პანდემის მიმდინარეობაში, დაახლოებით 40 ათასი აცრა მაინც უნდა ტარდებოდეს დღის განმავლობაში.

„ყველასთვის საყურადღებოა ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სექტორის მდგომარეობა მიმდინარე პანდემიის პირობებში. შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება. გუშინ დადასტურებულია 5924 შემთხვევა, რაც გარკვეულწილად სამშაბათის ეფექტიც არის. საშუალოდ, დაახლოებით 4500-დან 5000-მდე მერყეობს შემთხვევების რაოდენობა გასული ერთი კვირის განმავლობაში. გასულ 24 საათში იყო გარდაცვლების 60 შემთხვევა. ჰოსპიტალურ სექტორში ამ დროისთვის არის 7410 პაციენტი, აქედან 1568 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 376 პაციენტი იტარებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში. საწოლი მობილიზებულია 8022, ეს არის მაქსიმალური დატვირთვა, თუმცა, ჰოსპიტალური სექტორი კიდევ ცდილობს დამატებითი საწოლის მობილიზებას სომატური განყოფილების პროფილის ცვლილების ხარჯზე.

ვაქცინაციის პროგრამა საკმაოდ აქტურად მიმდინარეობს. გუშინ 30 ათასზე მეტი აცრა ჩატარდა, გასული ერთი კვირის საშუალო მაჩვენებელი არის დაახლოებით 25 ათასი, თუმცა იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროგრამამ გარდატეხა შეიტანოს პანდემის მიმდინარეობაში, დაახლოებით 40 ათასი აცრა მაინც უნდა ტარდებოდეს დღის განმავლობაში. მიმდინარეობს მუშაობა, რომ ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო მეტად აქტიური გახდეს. აქტიური მობილიზება გრძელდება პირველადი ჯანდაცვის ქსელის, ოჯახის ექიმები მეტად ჩაერთვებიან პაციენტების ბინაზე მართვაში, დღეს აქტიური შემთხვევების რაოდენობა უკვე აჭარბებს 57 ათასს და ასეთი დიდი ნაკადის მართვას მეტი რესურსი სჭირდება, ამდენად, როგორც სოფლად, ასევე ქალაქში ოჯახის ექიმები მოსახლეობას მოემსახურებიან“,- განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს