ამირან გამყრელიძე - დასწრებულ სწავლებაზე რეკომენდაციის გასაცემად, სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა

დასწრებულ სწავლებაზე რეკომენდაციის გასაცემად, სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი და დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დისტანციურ სწავლებაზე გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ უნდა მიიღოს.

„ამ დღეებში რამოდენიმეჯერ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალის 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლებაზე. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი, დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხედვით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა