ლევან იოსელიანი - თუ იქნება სპეციალისტების რეკომენდაცია, რომ არჩევნების ჩატარება საშიშია ადამიანების ჯანმრთელობისთვის,  ის უნდა გადაიდოს

ჩემთვის მთავარია არჩევნებზე მოვიდეს ხალხი. თუ დავინახავთ, რომ ისეა სიტუაცია, რომ ადამიანებს ეშინიათ მოსვლა და შეიძლება ვერ იქნას გამოხატული სათანადოდ მათი ნება, რომ არჩევნებს ჰქონდეს შესაბამისი ლეგიტიმაცია, მაშინ რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა გადაიდოს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სახალხო დამცველის განცხადებას არჩევნების გადადების მიზანშეწონილობის თაობაზე.

მისი თქმით, საკითხზე დისკუსია საჭიროა და თუ ეპიდემიოლოგები რეკომენდაციას გასცემენ გადადებაზე, მისთვის ეს მისაღები იქნება.

„რა თქმა უნდა, დისკუსია ყველა საკითხზე უნდა იყოს და მითუმეტეს, ისეთ საკითხზე, რაც ჯანმრთელობას და კოვიდს ეხება, ამიტომ დისკუსია აუცილებელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, სპეციალისტებმა მიიღონ გადაწყვეტილება ამაზე, რამდენად აუცილებელია გადადება, თუ შესაძლებელია ჩატარება, რადგან კოვიდინფექცია პარტიული ნიშნით არ არჩევს არავის, ის თანაბრად ხვდება ყველას, მიუხედავად იმისა, ვისი მომხრეა. ამიტომ აუცილებელია ამ საქმის სპეციალისტებმა გასცენ ამაზე რეკომენდაცია.

კოვიდი ემართება ყველას, „ქართული ოცნების“ მომხრესაც, „ნაციონალური მოძრაობისაც“ და ჩვენს მომხრესაც, ადამიანებს თანაბრად ეშინიათ და ან ვერ მივლენ არჩევნებზე ან მივლენ, ამიტომ გადაწყვეტილება ამაზე უნდა მიიღონ სპეციალისტებმა, შეაფასონ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყანაში და იმის მიხედვით გასცენ რეკომენდაცია, თუ იქნება რეკომენდაცია, რომ საშიშია არჩევნების ჩატარება ადამიანების ჯანმრთელობისთვის, რა თქმა უნდა, უნდა გადაიდოს. თუ დავინახავთ, რომ ამ პირობებში შესაძლებელია, მაშინ უნდა ჩატარდეს,“- განაცხადა იოსელიანმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა