პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე - მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ირაკლი ბაღდავაძის რიგ განცხადებებსა და ქმედებებს, ვთავაზობ სამუშაოს კერძო კომპანიაში, ასევე სამართლებრივ დახმარებას იურისტების ჩართულობით

მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ირაკლი ბაღდავაძის რიგ განცხადებებსა და ქმედებებს, ვთავაზობ სამუშაოს კერძო კომპანიაში, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი პეტრიაშვილი დასუფთავების სამსახურიდან გათავისუფლებულ ირაკლი ბაღდავაძეს, სამსახურის უზრუნველყოფასთან ერთად, პროფკავშირების იურისტების ჩართულობით სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს.

„დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია, როგორც იქნა პროფკავშირს დაეთანხმა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ჩვენს წევრებს (486 დასაქმებული) და კომპანიის თანამშრომლებს (4500 დასაქმებული) უზრდის სოციალურ გარანტიებს თექვსმეტი მილიონი ლარით (20% ხელფასების ზრდა, მეცამეტე ხელფასი გარანტირებულად, დაზღვევის თანხის გადახდა თანამშრომლებისთვის, სადღესასწაულო დღეს მატერიალური უზრუნველყოფა და ა.შ) და დოკუმენტი გავლილი და მხარდაჭერილი იყო მათ მიერ, მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმები ირაკლი ბაღდავაძის რიგ განცხადებებსა და ქმედებებს, ძალიან ვწუხვარ იმ მდგომარეობაზე, რაც მისი სამსახურის დაკარგვით აისახება მის ოჯახზე და ვთავაზობ სამუშაოს კერძო კომპანიაში, 1200 ლარი თვეში ასევე სამართლებრივ დახმარებას პროფკავშირების იურისტების ჩართულობით და ჩვენი ფინანსური უზრუნველყოფით“, - წერს პეტრიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა