ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტზე ინფორმაციას ავრცელებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურისტული კომპანიების, განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის ვაქცინაციის სტიმულირების პაკეტზე ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, კომპანიისთვის რომლის თანამშრომელთა 80% არის სრულად ვაქცინირებული 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე თანამონაწილეობისას. ხოლო იმ კომპანიისთვის რომლის თანამშრომელთა 60% არის სრულად ვაქცინირებული 30% ფასდაკლება იმოქმედებს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ 2021-2022 წლებში ორგანიზებული საერთაშორისო და შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის პრეს და გაცნობითი ტურების ორგანიზებისას მომსახურების შესყიდვისას (ტრანსპორტირება, კვებისა და განთავსების ობიექტები და აშ), პრიორიტეტის მინიჭება კომპანიებს, რომელთა თანამშრომელთა 60% იქნება ვაქცინირებული

სტიმულირების პაკეტი ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის. ყველა სრულად ვაქცინირებული გიდის უსასყიდლო წვდომა სახელმწიფო სერვისებზე - მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და საბაგირეობზე შესვლა იქნება უფასო. სახელმწიფო მუზეუმებში, მუზეუმ ნაკრძალებში, დაცული ტერიტორიებზე - 2 თვე: სექტემბერი - ოქტომბერი უფასო შესვლა. სათხილამურო კურორტებზე არსებულ საბაგიროებზე - სეზონის გახსნიდან - იანვრის ჩათვლით უფასო აბონიმენტით სარგებლობა", -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა