ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის თაობაზე შეხვედრა გაიმართება

25 აგვისტოს, 15:00 საათზე, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები და წარმომადგენლები დაინტერესებული პირებისთვის შეხვედრას გამართავენ.

როგორც ილიას უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, LIVE-საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამას უკავშირდება.

„ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შესაძლებლობების შესახებ დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას გააცნობენ პროგრამის პროფესორები და წარმომადგენლები: ჯანა ჯავახიშვილი, ილიაუნის სრული პროფესორი ფსიქოლოგიის მიმართულებით, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის თანადამფუძნებელი; დავით ოთიაშვილი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯანდაცვის მიმართულებით; ირმა კირთაძე, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი; ზვიად ზალიკიანი, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი; თამარ მღებრიშვილი, პროგრამის კურსდამთავრებული, მკვლევარი-ადიქტოლოგი.

ადიქციის კვლევები/ადიქტოლოგია, მულტიდისციპლინური სწრაფად განვითარებადი დარგი, უპასუხებს როგორც არალეგალური ნარკოტიკების მოხმარებასა და მათზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, ასევე აზარტულ თამაშებსა და ინტერნეტზე დამოკიდებულების პრობლემებს.

ილიაუნის ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამა შექმნილია პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის დეპარტამენტთან თანამშრომლობით და ეფუძნება უახლეს მტკიცებულებასა და შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს.

ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება შეუძლიათ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს (ფსიქოლოგებს, სოციალურ მუშაკებს, მედიკოსებს, პედაგოგებს, მედიასპეციალისტებს და ა.შ.). ადიქციის კვლევების კურსდამთავრებულებს შეეძლებათ დასაქმება როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო სექტორის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ნარკოტიკებზე მოთხოვნის შემცირებისა და მოწოდების შემცირება, ნარკოვითარების მონიტორინგი, სხვადასხვა ადიქციის პრევენცია, მკურნალობა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, ზიანის შემცირების სერვისები და სხვ.

ფეისბუქლაივის დროს შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა პროგრამის მოთხოვნების, სპეციფიკის, დასაქმების შესაძლებლობებისა და თქვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო სხვა საკითხების თაობაზე.

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3myosKZ „, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო