სეს-ის ვეტერინარებმა კახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

ღორის გადამდები დაავადებების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

როგორც სააგენტოდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ვეტერინარებმა ადგილობრივი ფერმერების შეკითხვებს უპასუხეს და დეტალურად ისაუბრეს ღორის გადამდები დაავადებებისაგან დაცვის ღონისძიებებზე, ინფექციის პოტენციურ წყაროსთან კონტაქტის თავიდან აცილებისა და დაავადების ადრეული ამოცნობის გზებზე.

როგორც სააგენტოს ვეტერინარებმა აღნიშნეს, მნიშვნელოვანია ფერმერებს ჰქონდეთ ინფორმაცია ღორის ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების კლინიკური ნიშნების, სპეციფიკური პროფილაქტიკისა და ბრძოლის ღონისძიებების შესახებ, რათა დროულად უზრუნველყონ საკუთარი ცხოველის ვაქცინაცია და დაიცვან მოვლა/შენახვის აუცილებელი წესები.

ადგილობრივებს კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო მასალებიც გადაეცათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა