საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 58 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 747 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 312 კვლევაანტიგენის ტესტით და 20 435 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდანდღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 528 043-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიურიმაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.84% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.57%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 041 პირი, ხოლო ჯამშიგამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 463 306. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 949 პირი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარა - 599, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 333, შიდა ქართლი - 331, გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 336, კახეთი - 446, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი -90, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 762 საიდანაც:

7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 107, აჭარაში - 1 046, იმერეთში - 1 102.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 556 პირი, მათ შორის, თბილისში - 622, აჭარაში - 164, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 47, იმერეთში - 26.

3 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 528 - თბილისში, 1 227 - აჭარაში.

47 102 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 95 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 93, ხოლოაჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 24 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინესივრცეებში გადაყვანილია - 25 102 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 317, პირი, აჭარაში - 8 164, იმერეთში - 4 762

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ: იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს