მოძრაობა “სირცხვილია” და მედიის წარმომადგენლები ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აქციას მართავენ

„სასამართლო დამონებულია“, - ამ სლოგანით თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოძრაობა “სირცხვილია” და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელ სამივე პირს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პატიმრობის ვადა დღეს იწურება, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.

“მე ველოდი, რომ სასამართლო მსგავს განაჩენს გამოიტანდა. ეს ყველაფერი გაკეთდა აგვისტოში იმისათვის, რომ თავდამსხმელები, მოძალადეები გარეთ გამოეშვათ”, - განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ „ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მოძალადეები გარეთ გამოეშვა”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი დამნაშავედ ცნო და მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა პატიმრობის ვადა დღეს იწურება. შესაბამისად, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სამივე პირი დღესვე გათავისუფლდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა