საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი თბილისში ცხოვრობს. დედაქალაქისკენ სწრაფვამ ბუნებრივია, გააჩინა მოთხოვნა საცხოვრებელ სახლებზე. მზარდმა მოთხოვნამ გაააქტიურა დეველოპერული სექტორი, შედეგად დედაქალაქში კორპუსები ერთმანეთის მიყოლებით ელვის სისწრაფით შენდება.
მიუხედავად არჩევანის მრავალფეროვნებისა, ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც უძრავი ქონების შეძენაა, დიდ დაფიქრებას მოითხოვს.
თბილისში ბინების მოსაძებნად საჭირო აღარაა სამაკლერო ბიუროებში სიარული, რადგან ციფრულ სამყაროში არსებობს უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge, რომელიც ინდუსტრიის ყველა მოთამაშეზეა გათვლილი და ორიენტირებულია მომხმარებელს დაზუსტებული, სანდო და ხარისხიანი ინფორმაცია მიაწოდოს; გაამარტივოს კავშირი უძრავი ქონების მაძიებლებსა და განმთავსებლებს შორის; უპასუხოს მომხმარებლის ნებისმიერ მოთხოვნას, რაც მათ უკეთესი გადაწყვეტილების მიღებასა და თავისი AREA-ს პოვნაში დაეხმარება არამარტო თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
Area.ge მომხმარებელს სთავაზობს ქონების ძებნის და განთავსების პროცესის სრულ ციკლს, რაც უპირველესად გამოიხატება პლატფორმის თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით, ასევე მარტივი და მოსახერხებელი საძიებო სისტემის ფუნქციონალით და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებული პრემიუმ სერვისებით.
არეაზე წარმოდგენილია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული განცხადებები, Area.ge-ს პარტნიორობა საქართველოში არსებულ დეველოპერულ კომპანიებთან განაპირობებს ახალაშენებული, თუ მშენებარე ბინების შესახებ ინფორმაციის სრულად მიწოდებას საიტის მეშვეობით.
ძებნის დახვეწილი ფუნქციონალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მონიშნოს მისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, პირობითად, უბანი, ოთახების რაოდენობა, ფართი ან სხვა და ფილტრის მეშვეობით მხოლოდ მის მოთხოვნებზე მორგებულ განცხადებებს გაეცნოს, რითაც დაზოგავს დროსა და ენერგიას. გარდა ამისა, ონლაინ რეჟიმში შეიძლება დადგინდეს უძრავი ქონების დაახლოებითი საბაზრო ღირებულება, როგორც გაყიდვის, ასევე ყოველთვიური გაქირავების შემთხვევაში.
Area.ge-ს ციფრული პლატფორმიდან ასევე შესაძლებელია იპოთეკური სესხის მოთხოვნა დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე. არეაზე წარმოდგენილ თითოეულ განცხადებას ჩაშენებული აქვს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, რომელიც ეხმარება ქონების მაძიებელს სესხის კალკულატორის მეშვეობით გამოთვალოს დაახლოებით რა თანხის აღება დასჭირდება მის მიერ შერჩეული ბინის შესაძენად, რამდენი იქნება საპროცენტო განაკვეთი, რა ვადაზე გასცემს ბანკი სესხს და მხოლოდ და მხოლოდ პირადი მონაცემების შეყვანის შედეგად, გააგზავნოს ბანკში იპოთეკური სესხის აღების მოთხოვნა.
მოძებნეთ ბინები თბილისში Area.ge -ს მეშვეობით და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგება აუცილებლად წარმატებით დასრულდება.
ბინების ფასები თბილისში
პრემიუმ კლასის ბინების ფასები თბილისის ძველ ან ცენტრალურ უბნებში, როგორიცაა ავლაბარი, მთაწმინდა, ვაკე კვადრატულზე 4000 – 7000 ლარში მერყეობს, შედარებით ბიუჯეტური ბინის ერთი კვადრატის ღირებულება იმავე ლოკაციაზე - 2500 – 3500 ლარია. დიდ დიღომში ახალ აშენებულ კორპუსში, კვადრატულის ფასი 2000 – 3000 ლარამდე მოიაზრება, ხოლო ძველ აშენებულში 1500 – 2300 ლარში მერყეობს.
ბინის ფასს თბილისში მეტწილად ადგილმდებარეობა, მშენებლობის სტატუსი და ინფრასტრუქტურა განსაზღვრავს.
დაიმგზავრეთ არეა უძრავი ქონების ბაზარზე და აუცილებლად იპოვით, თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ საცხოვრებელს მთელი საქართველოს მასშტაბით.
(R)