საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი სექტემბრის დასაწყისში განიხილავს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირებას და მანდატების პროპორციული განაწილების წესს ადგენს, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, სექტემბრის დასაწყისში განიხილავს. ცვლილებების პროექტი 7 სექტემბრის ბიუროს სხდომას წარედგინება, რის შემდეგაც ის კომიტეტებს გადაეცემა. თავდაპირველად პროექტს წამყვანი კომიტეტი -იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას დეპუტატთა 113 ხმა სჭირდება, შესაბამისად, მის დასამტკიცებლად, კენჭისყრებში ოპოზიციის თანამოწილეობაა საჭირო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა