კობა კობალაძე უკრაინაში ვიზიტს განაგრძობს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, უკრაინაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კობალაძე გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების უსაფრთხოებისა და საპროცედურო წესების კომიტეტის თავმჯდომარეს პატრიკ ზენსბურგსა და ლიტუელ მეომართა კავშირის წევრს, უკრაინის დახმარების ჯგუფის კოორდინატორ, ჰაროლდას დაუბლისს შეხვდა.

„კობალაძესთან შეხვედრის სურვილი გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების უსაფრთხოებისა და საპროცედურო წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა, დოქტორმა პატრიკ ზენსბურგმა და ლიტველ მეომართა კავშირის წევრმა, უკრაინის დახმარების ჯგუფის კოორდინატორმა, ჰაროლდას დაუბლისმა გამოთქვეს. აღნიშნილ პირებთან შეხვედრა უკრაინის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის, "უკრაინის ვეტერანთა მოძრაობის" ხელმძღვანელის, ვლადიმერ ლაგუტასა და ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, კირილ სერგეევის ორგანიზებით გაიმართა.

კობა კობალაძემ შეხვედრის მონაწილეების თხოვნით, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სტრუქტურის, ადმინისტრაციული მოწყობის, უწყების ბენეფიციართათვის ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით სახელმწიფოსა და სამსახურის კოორდინირებული მუშაობით განხორციელებულ პროგრამებსა და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელთა დასაძლევად, მეგობარი ქვეყნების თანადგომა მნიშვნელოვანია. მან მასპინძლებს უწყების მუშაობის გამოცდილება გაუზიარა. მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყნებში ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური კუთხით განვითარების პრაქტიკასა და სახელმწიფოს აღმშენებლობაში მათი ინტელექტუალური პოტენციალის, გამოცდილების ეფექტურ გამოყენებაზე. შეხვედრაზე მხარეებმა ყველა იმ საკითხზე ისაუბრეს, რომლებიც საზოგადოებაში ვეტერანთა უფრო ფართო ინტეგრაციას უკავშირდება. მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობისთვის პერსპექტიული გეგმები და პროექტები.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ლევჩუკი და უკრაინის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში, ვეტერანების საქმეთა სამინისტროს შექმნასა და სტრუქტურულ ჩამოყალიბებაში, უკრაინულმა მხარემ, ამერიკის შეერთებული შტატების რეკომენდაციით, საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გამოცდილება გაიზირა, რის გამოც, სამსახურის წარმომადგენლობითი დელეგაცია რამდენიმეჯერ იმყოფებოდა უკრაინაში; ამავე მიზნით, საქართველოს, 2019 წელს, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრიც სტუმრობდა.

კობა კობალაძე უკრაინაში, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრის, იულია ლაპუტინას ოფიციალური მიწვევით იმყოფება. სამსახურის დირექტორი უკრაინის ვეტერანთა IV საერთაშორისო ფორუმს "უკრაინა არის იქ, სადაც ვართ ჩვენ“დაესწრო, რომელიც, წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს მიეძღვნა.

უკრაინის ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაცია "უკრაინის ვეტერანთა მოძრაობა" უკრაინაში, ვეტერანთა 410 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს და მასში 1 200 000 ვეტერანია გაწევრიანებული. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინის ვეტერანების საქმეთა სამინისტროსთან და მასთან ერთად მუშაობს ისეთი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, რომლებიც, უმთავრესად, ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური პირობებისა და პოსტ-ტრამვული მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. ვინაიდან უკრაინაში რუსეთთან საომარი მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება, ქვეყანაში ომის ვეტერანთა, მეომართა და მოხალისეთა ფსიქო და ფიზიკური რეაბილიტაციის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია; ამ კუთხით, საერთაშორისო პარტნიორების თანადგომით, არა ერთი პროექტი ხორციელდება. "უკრაინის ვეტერანთა მოძრაობა" აქტიურად თანამშრომლობს კანადის, გერმანიის, ბალტიის ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ვეტერანთა ორგანიზაციებთან”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო