უახლოეს დღეებში საქართველოში ODIHR-ის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ჩამოვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ალბერტ იონსონთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ეუთო-ს დამკვირვებელთა ჩამოსვლისა და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სადამკვირვებლო საქმიანობისას მისია იხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობითა და რეგულაციებით განსაზღვრული უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, რათა მაქსიმალურად იქნას შემცირებული კოვიდინფიცირების რისკები.

,,საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიას, პანდემიით გამოწვეული მძიმე ვითარების მიუხედავად სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისთვის. მან ხაზი გაუსვა ქართული მხარის მზაობასა და ძალისხმევას, რომ უზრუნველყოფილ იქნას მაქსიმალური რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლის ჩართულობა სადამკვირვებლო პროცესში. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას მიაწოდა ინფორმაცია კოვიდ-19 პანდემიის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარების და აღნიშნულის გათვალისწინებით საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში შეუფერხებელ ჩამოსვლასთან და მისიის საქმიანობის სრულფასოვნად შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ODIHR-ის 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი უახლოეს დღეებში ჩამოვა საქართველოში, რომლებიც განაწილდებიან შესაბამის სადამკვირვებლო პუნქტებზე. მისიის ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც ისაუბრებენ დამკვირვებელთა როლსა და დაგეგმილ აქტივობებზე, რის შემდეგაც მისია ოფიციალურად შეუდგება სადამკვირვებლო საქმიანობას საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა