„სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს

„სტრატეგია აღმაშენებელი" ტელეკომპანია „იმედის" მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, სადაც ნაჩვენებია გიორგი ვაშაძის კომენტარი კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით შარშან და წელს, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "იმედის" მიერ გავრცელებული მასალა პარტიის ლიდერის რეპუტაციულ ზიანს ითვალისწინებს.

„ტელეკომპანია „იმედის" მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალა არის წინასაარჩევნო მანიპულაცია, რათა რეპუტაციული ზიანი მიადგეს „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წელს არჩევნებამდე 38 დღით ადრე სტატისტიკა გვაქვს 5021 ახალი შემთხვევა. შარშან, ამავე პერიოდში არჩევნებამდე 38 დღით ადრე გვქონდა 259 შემთხვევა, არჩევნების დღეს 30 ოქტომბერს - 1673 შემთხვევა. იმედი გვაქვს განსხვავებას ხედავთ ამ ორ პერიოდს შორის", - ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა