შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციაში ემზადებიან არა 2, არამედ 3 ოქტომბრის, არჩევნების მეორე დღისა და არეულობისთვის - კამპანიაც კი არ აქვთ გაშლილი, არც ბილბორდები აქვთ

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის გარშემო შეკრებილ ოპოზიციას არ აქვს ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, ისინი არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის, ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის, არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტს გეგმავდა, თუმცა ამ პროექტზე უარის თქმა მოუწიათ.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვამბობდით, რომ გვქონდა ინფორმაცია, "ნაციონალური მოძრაობა" აპირებდა ბოიკოტი გამოეცხადებინა არჩევნებისთვის და ეს დადასტურდა გუშინწინ, როცა ვნახეთ ერთდღიანი კამპანია, რომ გადადებულიყო არჩევნები, მათ იციან რომ ამ არჩევნებს აგებენ და თან აგებენ სერიოზულად, აქედან გამომდინარე შიში აქვთ, თუმცა მეორე მხრივ ვნახეთ, მოუწიათ, უარი ეთქვათ ამ ბოიკოტის პროექტზე, რადგან ნახეს, არანაირი შედეგი ამას არ ექნებოდა, რადგან მოუწევდათ აღიარება, რომ დამარცხების შიში აქვთ, უკან დაიხიეს ამ მიზნისგან და ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ კი არ უნდა გადაიდოს, არამედ, აქეთ გადმოიდოს, არასერიოზულობამდე მიდის საბოლოო ჯამში მათი ეს ყოველდღიური სხვადასხვა სახის კამპანია. ეს მიუთითებს ერთ რამეზე - ერთი, რომ ოპოზიციას, ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას" და მის გარშემო შეკრებილ ოპოზიციას არ აქვს ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ, ისინი არ ემზადებიან 2 ოქტომბრისთვის, სერიოზული კამპანიაც კი არ აქვთ გაშლილი, არც ბილბორდები აქვთ, დიდად არც აქტიურობენ, ისინი ემზადებიან 3 ოქტომბრისთვის, არჩევნების მეორე დღისთვის და არეულობისთვის, ეს არის რასაც სთავაზობენ მოსახლეობას, ისინი ჰპირდებიან მათ მხოლოდ არეულობას ამ ქვეყანაში და ამას ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს