კახა კუჭავა - გვაქვს ძალიან წარმატებული ციფრები, წინსვლა - ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით  და გვინდა მეტი

ეს კუთხე ნამდვილად გამოირჩევა და შეგვიძლია სულ სხვა პოტენციალი და შესაძლებლობები გავაჩინოთ ამ მხარეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ წალენჯიხის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, წალენჯიხას აქვს პოტენციალი აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება გახდეს.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო დღეს თქვენს წინაშე წარმოდგენილი, მოგმართოთ სიტყვით, ამ ულამაზეს მხარეში. რეგიონში, რომელიც განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით გამოირჩევა. როდესაც აქ მოდიხარ, არ შეიძლება შეუმჩნეველი დაგრჩეს ულამაზესი ხილის, სიმინდის ბაღები, ვენახები და პლანტაციები, რომლებიც არამხოლოდ აჩვენებს თუ რამდენად შრომის მოყვარეა ეს ხალხი, არამედ არ შეიძლება შეუმჩნეველი იყოს ის სიკოხტავე და „პეწი“, რომლითაც გამორჩეულია ეს კუთხე. ზოგადად მთლიან მთიან სამეგრელოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს და სამწუხაროა, რომ არ არის იმდენად აღმოჩენილი, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორიც უნდა იყოს. მე ვთვლი, რომ აქ არის ერთ-ერთი მთავარი პოტენციალი, გახდეს, როგორც აგროტურიზმის, ასევე ეკოტურიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. თავისი ულამაზესი მონაცემებით: ისტორიით, კულტურით, რა თქმა უნდა, სამზარეულოთი. ეს კუთხე ნამდვილად გამოირჩევა და შეგვიძლია სულ სხვა პოტენციალი და შესაძლებლობები გავაჩინოთ ამ მხარეში.

ვახსენებ იმ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც აქ განხორციელდა, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა, განსაკუთრებით ნაპირსამაგრი სამუშაოების კუთხით. როგორც ვიცი, 50-მდე სხვადასხვა პროექტი განხორციელდა, გაზიფიცირების კუთხით, ინტერნეტიზაციის კუთხით, რომელიც დასასრულებელია, თუმცა რჩება გამოწვევები და გამოწვევაა პირველ რიგში წყალმომარაგების საკითხი, რომელიც მიმდინარეობს და აუცილებელია დასრულდეს. უფრო მეტი გზების რეაბილიტაცია, რომელიც უშუალოდ ყველა სოფელსა და სახლთან გამართულად მოგვცემს გადაადგილების საშუალებას.

არ შეიძლება არ ვახსენოთ ის მთავარი გამოწვევა, რომელიც არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე დგას, ეს არის პანდემია, რომელიც მძვინვარებს და ჩვენი პასუხისმგებლობაა პირველ რიგში დავიცვათ ყველა რეკომენდაცია. ღია სივრცეშიც ვატაროთ პირბადე, მაქსიმალურად ვიყოთ ფრთხილად და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ვაქცინაცია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ნამდვილად იცავს ჩვენს ჯანმრთელობას. აუცილებელია, რომ სრულიად მოხდეს ვაქცინაციის პროცესის დასრულება, რომ ყველა მოქალაქე აიცრას და შევძლოთ საბოლოოდ გადავტეხოთ ეს რეალობა და განვითარების იმ ტემპს დაუბრუნდეთ, რომელიც პანდემიამდე იყო, რომელიც იყო ძალიან ძლიერი. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან წარმატებული ციფრები, წინსვლა, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და წარმატებით და გვინდა მეტი. უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ, რომ ის პოტენციალი და შესაძლებლობები, რომელიც ამ განსაკუთრებულ მხარეს აქვს, ბოლომდე ავითვისოთ და პირადად მე და მთელ გუნდს გამომდინარე იქედან თუ როგორი კანდიდატი გვყავს წარმოდგენილი თქვენთვის, ამის იმედი გვაქვს“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს