საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, 24 წლის გოგო კორონავირუსით ქორწილში დაინფიცირდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 24 წლის გოგონას ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებამდე რამდენიმე დღით ადრე გოგონა ქორწილში იმყოფებოდა.

„სრულად ჯანმრთელი იყო, მგონი ქორწილში იყვნენ, ქორწილის “კლასტერით” დაავადდა და როდესაც სიტუაცია დამძიმდა, ბავშვი საკეისრო კვეთით ამოიყვანეს. არავითარი თანმხლები დაავადებები არ ჰქონია“, - განაცხადა ერთ-ერთმა ოჯახის ახლობელმა.

ცნობისთვის, ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ საკეისრო კვეთის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ქალი გარდაიცვალა. გადაუდებელი მდგომარეობის გამო 36 კვირის ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციაში მოათავსეს. პაციენტი ოთხ დღეში გარდაიცვალა.

კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას ფილტვების 70 პროცენტი ჰქონდა დაზიანებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდა გაკეთებული, რაც შეეხება ახალშობილს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო