თამარ გაბუნია - ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება

დღეს ახალი ინფიცირების შემთხვევები შედარებით დაბალი იყო, ეს არის გარკვეულწილად სტაბილიზაციის ნიშანი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პრევენციული ზომების დაცვა და ვაქცინაცია, ის რომ ინფიცირების დონე შენარჩუნდება ამისი მოლოდინი გვაქვს, მაგრამ კლება იქნება ძალიან ნელი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან მიმდინარე ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ მხოლოდ 26 000 ვაქცინაცია ჩატარდა, რაც ამ პირობებში ძალიან ცოტაა. მან მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობის მიღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

რაც შეეხება ინფიცირებულების გარდაცვალებას, გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება.

„ჩვენ 2 კვირის წინ გვქონდა შემთხვევების მაღალი რაოდენობა. საუბედუროდ, თუ პაციენტის მკურნალობა დაყოვნებულია, მძიმეა, ან იმყოფება ხანგრძლივ ჰოსპიტალურ მკურნალობაზე ასეთ შემთხვევებში გამოსავალი ხშირად არის არაკეთილსაიმედო. მნიშვნელოვანია რთული შემთხვევების ადრეული გამოვლენა და მათი გადაყვანა შესაბამის ადგილზე, ასევე კლინიკური ჯგუფი ახორციელებდა ვიზიტებს ყველაზე მეტად დატვირთულ კლინიკებში, სადაც მძიმე პაციენტები იმყოფებიან, რათა გაზიარებული გადაწყვეტილებებით ყოფილიყო მართვის ხარისხი უკეთესი. თუმცა, ამ დაავადებას ბუნებრივად ახასიათებს მაღალი სიკვდილობა და ჩვენს შემთხვევაში ეს არის 1.3%, როდესაც გამოსავალი არის არაკეთილსაიმედო. ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, პროპორციულად მოსალოდნელია 1.3%-ის გარდაცვალება, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს, მედიცინამ ამის იქით გამოსავალი ვერ მოძებნა, რომ სიკვდილობა შემცირდეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - არ შემეშინდება გითხრათ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ განსხვავებულ პოლიტიკურ სტრუქტურას მივიღებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
წინანდლის ფესტივალის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ქართველმა მეცნიერებმა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ექსპერტებმა "მწვანე გარიგების” პერსპექტივები განიხილეს