რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია ბაქოში, მოწამეთა ხეივანს ეწვია

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე ბაქოში, მოწამეთა ხეივანს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს საბჭოთა პერიოდში, „შავ იანვარს“ დახვრეტილი აზერბაიჯანელი დემონსტრანტების ხსოვნას.

,,სააგენტოს დელეგაციასთან ერთად, მოწამეთა ხეივანში იმყოფებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში რევაზ საყვარელიძე და ელჩის მრჩეველი გიორგი ბუაჩიძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუნდუზ ისმაილოვი და კომიტეტის თანამშრომლები.

1990 წლის 20 იანვარს, ბაქოში მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგეები დაარბიეს საბჭოთა ჯარებმა, რის შედეგადაც 131 ადამიანი დაიღუპა, 744 დაიჭრა და დაშავდა, 4 უგზო-უკვლოდ დაიკარგა და 400-ზე მეტი დააპატიმრეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა