ევროკავშირის ოფისში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოში ევროკავშირის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ოპოზიციის ინფორმაციით, აუდიენცია „მიშელის კაბინეტთან“ იმართება. შეხვედრას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი, ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი ესწრებიან.

ასევე, აუდიენციაში ონლაინ რეჟიმში, გერმანიიდან მონაწილეობენ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.

"ეს შეხვედრა დაიგეგმა პრეზიდენტ მიშელის კაბინეტის ინიციატივით, მათი მოწვევით. საუბარი შეეხება ქვეყანაში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებს და იმ საკითხებს, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში ასახულია და უკან წაიღო ცალმხრივად „ქართულმა ოცნებამ", - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე ხათუნა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა