დავით ჭიჭინაძე - „ოცნებას“ ჯერ კიდევ 2 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა ხელისუფლება, რადგან აღარ ეკუთვნოდა, მაგრამ ისე გადაგვარდნენ,  არც ქვეყანა ადარდებთ, არც ხალხი

ადამიანს წყლულოვანი დაავადება თუ შეეყარა და არ უმკურნალა, მერე ლპება და იშლება.ზუსტად ასეა დღეს „ქართული ოცნება“ - ყველა ვადა გაუვიდათ,- ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ ადარდებს და ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გადასული.

„ჯერ კიდევ 2 ნოემბერს უნდა დაეტოვებინათ ხელისუფლება, რადგან აღარ ეკუთვნოდათ და სწორედ ეს ეწევათ დღეს. მაგრამ ისე გადაგვარდნენ, არც ქვეყანა ადარდებთ, არც ხალხი და გადასულები არიან მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზე ყველაზე უღირსი მეთოდებით, რაც ბუმერანგივით დაუბრუნდებათ. ამიტომ უნდა გაემიჯნოს ყველა, ვისაც თავმოყვარეობა შერჩა. დღეს ქვეყანაა გადასარჩენი!“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა