სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები “მიშელის კაბინეტთან“ შეხვედრაზე იმსჯელებენ, თუ რა იქნება ადეკვატური ზეწოლა და პასუხი ევროპელი კოლეგების მხრიდან “ქართულ ოცნებაზე”

ფრაქცია „ლელოს“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები “მიშელის კაბინეტთან“ შეხვედრაზე იმსჯელებენ იმაზე, თუ რა იქნება ადეკვატური ზეწოლა და პასუხი ევროპელი კოლეგების მხრიდან “ქართულ ოცნებაზე” არჩევნების წინ. როგორც სამადაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, შეხვედრა სამუშაო ტიპის იქნება.

მისივე განმარტებით, დღეს, საქართველოსა და ბრიუსელის ურთიერთობებში მთავარი თემა არის მიშელის დოკუმენტი, ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოს სტარტეგიული მომავალი.

“ახლა, მიმდინარეობს იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავება ბრიუსელის მხრიდან, რომელიც მიღებული იქნება საპასუხოდ, თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს საკუთარ პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი შეთანხმებას აღარ აღიარებენ. დღევანდელი შეხვედრა არის ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამუშაო შეხვედრა, როდესაც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, თუ რა იქნება ადეკვატური ზეწოლა და პასუხი ევროპელი კოლეგების მხრიდან “ქართულ ოცნებაზე” არჩევნების წინ”, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი, ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი ესწრებიან.

ასევე, აუდიენციაში ონლაინ რეჟიმში, გერმანიიდან მონაწილეობენ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა.

შეხვედრაზე მასპინძლების მხრიდან, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილე საიმონ მორდიუსია წარმოდგენილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს