ნათია მეზვრიშვილი - „მიშელის კაბინეტთან“ შეხვედრაზე ყურადღებას გავამახვილებთ პოლიტიკური ნიშნით დევნაზე

ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდება წინასაარჩევნო გარემოზე და იმ პირობებზე, რომელშიც წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება გვიწევს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „მიშელის კაბინეტთან“ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მეზვრიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მაშინ, როდესაც მათი პარტიის წარმომადგენლებზე უპრეცედენტო სისტემური ზეწოლა მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

,,ყურადღებას გავამახვილებთ პოლიტიკური ნიშნით დევნის შემთხვევებზე და ხაზი გაესმევა საერთაშორისო დამკვირვებლების დასწრების მნიშვნელობას არჩევნებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა მაშინ, როდესაც უპრეცედენტო სისტემური ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენი პარტიის წარმომადგენლებზე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი, ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი ესწრებიან.

ასევე, აუდიენციაში ონლაინ რეჟიმში, გერმანიიდან მონაწილეობენ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა. შეხვედრაზე მასპინძლების მხრიდან, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილე საიმონ მორდიუსია წარმოდგენილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა