ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „მიშელის კაბინეტთან“ შეხვედრაზე საქართველოსთვის მიკროფინანსურ დახმარებაზე გამახვილდა ყურადღება

„მიშელის კაბინეტთან“ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიკროფინანსურ დახმარებაზე, რისი მნიშვნელოვანი წინაპირობაც არ ეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ამაზე მანამდეც იყო საუბარი, ეს მნიშვნელოვანი პუნქტი არის სასამართლოს რეფორმა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „მიშელის კაბინეტთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ხაზი გაესვა რეფორმის ფუნდამენტურ ხასიათს და არა „მეორეხარისხოვან ცვლილებებს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ასაღებს ხოლმე, როგორც მნიშვნელოვან ცვლილებებს“.

,,საუბარი იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გავლენის შემცირებაზე და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე, რაშიც ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის როლს ვხედავთ. საუბარი იყო ასევე 5 არამოსამართლე წევრის არჩევის მნიშვნელობაზე, მათ დამოუკიდებლობაზე და თუ ეს პირობები არ შესრულდება ამას მოჰყვება გარკვეული რეაქციები ევროკავშირის მხრიდან. ხაზი გაესვა იმას, რომ თითოეული პუნქტის შესრულება, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტით იყო გათვალისწინებული არის მნიშვნელოვანი, ამის მიმართ ჩვენი ერთგულება დადასტურდა და ხაზი გაესვა“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი, ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „გირჩის“ წარმომადგენელი ვახტანგ მეგრელიშვილი ესწრებოდნენ.

ასევე, აუდიენციაში ონლაინ რეჟიმში, გერმანიიდან მონაწილეობდნენ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა. შეხვედრაზე მასპინძლების მხრიდან, ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილე საიმონ მორდიუსი იყო წარმოდგენილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა